logo_geo
eng_logo
გრიგოლ გაგნიძე: არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადება არათანაბარ გარემოში ჩააყენებს პოლიტიკური პარტიების უმეტესობას
- +

22 აპრილი. 2016. 19:30


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის" წარმომადგენელი გრიგოლ გაგნიძე საპარლამენტო არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადებას უარყოფითად აფასებს.


 

„პრეზიდენტის მიერ არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადება არათანაბარ გარემოში ჩააყენებს იმ პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ვისაც სურს აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია და საამისოდ ბევრად ნაკლები რესურსი აქვთ", - განაცხადა გაგნიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.



რაც შეეხება NDI-ს ბოლო კვლევებს, მისი შეფასებით, ეს კვლევები ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციული ძალების წაქეზებას და უფრო მეტად გააქტიურებას ემსახურება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner