ავტორი ალა გრიგალაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის" წარმომადგენელი გრიგოლ გაგნიძე საპარლამენტო არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადებას უარყოფითად აფასებს.
„პრეზიდენტის მიერ არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადება არათანაბარ გარემოში ჩააყენებს იმ პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ვისაც სურს აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია და საამისოდ ბევრად ნაკლები რესურსი აქვთ", - განაცხადა გაგნიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.
რაც შეეხება NDI-ს ბოლო კვლევებს, მისი შეფასებით, ეს კვლევები ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციული ძალების წაქეზებას და უფრო მეტად გააქტიურებას ემსახურება.