logo_geo
eng_logo
ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აკრძალეს
- +

7 იანვარი. 2018. 22:25



სააგენტო reuters-ი ირანის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაციას  ავრცელებს, რომ ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აკრძალეს.


გადაწყვეტილება ირანის სულიერი ლიდერის მოთხოვნით მიიღეს. აიათოლა ხამენეიმ მანამდე განაცხადა, რომ ინგლისური ენის სწავლამ ირანში „დასავლეთის კულტურულ ინტერვენციას" შეუწყო ხელი.


„ინგლისურის სწავლა როგორც სახელმწიფო და ასევე კერძო დაწყებით სკოლებში, ეწინააღმდეგება კანონს", - განაცხადა უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ მეჰდი ნავად ადჰამმა.


ირანში ინგლისურის ენის შესწავლას ტრადიციულად 12-14 წლის ასაკიდან იწყებენ. ზოგიერთი სკოლაში უცხო ენის სწავლა უფრო ადრეულ ასაკშიც იყო შესაძლებელი.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner