logo_geo
eng_logo
გერმანიაში მდინარე რაინი ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა
- +

8 იანვარი. 2018. 00:50



მდინარე რაინის ადიდების გამო, ხელისუფლებამ კიოლნში სანაოსნო გადაზიდვები შეზღუდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.


ასევე, შეჩერდა ტურისტურლი გემების გადაადგილება მდინარის იმ მონაკვეთებში, სადაც მდინარის კალაპოტი ვიწროა.


მდინარის ადიდება ბოლო დღეებში ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქის ისტორიულ ცენტრს საფრთხე არ ემუქრება.


გერმანიის ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, მდინარის დონე დაიწევს.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner