„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.