logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი: ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები“ არიან
- +

8 იანვარი. 2018. 11:51



უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები" არიან და უნგრეთი არ აპირებს მომავალში მიგრანტების მიღებას. მისივე თქმით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით „პარალელური საზოგადოების" შექმნას გამოიწვევს.


„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ მუსლიმ დამპყრობლებად მივიჩნევთ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 


მან ასევე მოუწოდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს უნგრეთისადმი პატივისცემა გამოიჩინონ. მისი თქმით, ევროკავშირის უამრავი ქვეყანა უნგრეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ უნგრეთი ევროკავშირის ფონდებიდან თანხებს იღებს, თუმცა დევნილებს არ იღებს.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner