ლექტორი ზაზა სიამაშვილი თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძის არჩევას აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„გულწრფელად, სრული სერიოზულობით ვუსამძიმრებ უნივერსიტეტს იმ ტრაგედიას, რაც მას დაატყდა ამ უგოიმესი ქალის არჩევით... მეტს ვერაფერს ვამბობ...
თვალი გადავავლე მის ბიოგრაფიას, ავტობიოგრაფიას და დავრწმუნდი, რომ არაფერს აზრი არ აქვს, - აღარც მეცნიერებას და აღარც უმეცრებას...
თვალთვაძეს რომ დასვამთ რექტორის სავარძელში, კიდევ უფრო უარესის ღირსები ხართ..."- აღნიშნავს სიამაშვილი.