logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები
- +

8 იანვარი. 2018. 12:36



პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პროკურორი განმარტავს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია.

 

„კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები", - განაცხადა ნადარეიშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს მინიშნება, რომ შესაძლოა პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად რატომ შეიწყალა ცოლის ძმა, ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მინიშნებებით ლაპარაკს შეჩვეული არ არის.

 

„მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული - არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე, როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner