logo_geo
eng_logo
ნინო ჯავახაძე: ჩვენ მივესალმებით ეფექტიან ნარკოპოლიტიკას
- +

8 იანვარი. 2018. 15:04

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნარკოპოლიტიკასტან დაკავშირებით ისაუბრა.


„გვსურს გამოვეხმაუროთ ნარკოპოლიტიკის საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანია. არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ამ საკითხის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივება კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. ქიმიური ნარკოტიკების თვალსაზრით და ბიოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის კუთხით და შესაბამისად, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამ მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენი პრიორიტეტია", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველას კარგად ესმის, რომ ნარკოპოლიტიკა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

 

„ნარკოპოლიტიკა არ არის უბრალოდ დაჭერა-არდაჭერის საკითხი. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში, უნდა ეფუძნებოდეს აუცილებელ ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული. სხვა მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ასევე გასათვალისწინებელია ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს მარიხუანას მხრივ, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა ახალი რეალობა, რასაც ჰქვია დეკრიმინალიზაცია მარიხუანას თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენ გაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო მოწესრიგება გასატარებელი, რათა პრაქტიკასა და კანონმდებლობაში აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შსს მოწოდებულია ქვეყანაში იყოს ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კონსულტაციებს გავდივართ დარგის ექსპერტებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა საბოლოო პროდუქტის სახით მივიღოთ სწორედ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა. ამ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრი გააკეთებს დამატებით განცხადებას უახლოეს დღეებში", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner