logo_geo
eng_logo
„დასკვნაში არაფერია მითითებული, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან თავსებადი არ არის“
- +

8 იანვარი. 2018. 21:15



ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა მერიის ყოფილი თანამშრომელის, ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო თავსებადი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის ყოფნასთან, პროკურატურა თავად იშუამდგომლებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

 

„იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ სამართლებრივ საკითხებზე, ცდილობენ მოახდინონ პროკურატურისა და სასამართლოს დისკრედიტაცია, თითქოსდა ჩვენ არ ვითვალისწინებთ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მინდა განვმარტო, რომ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ გამოკვლეულიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულ დასკვნაში, არაფერია მითითებული, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის თავსებადი მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. ასეთი გარემოება რომ ყოფილიყო სახეზე, პროკურატურა თავად იშუამდგომლებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner