logo_geo
eng_logo
11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს
- +

8 იანვარი. 2018. 22:00



საერთო სასამართლოების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.


აქედან, ყველაზე მეტი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯამში 12 621 საქმე განიხილა 14 046 პირის მიმართ, საიდანაც განაჩენი 12 293 საქმეზე დადგა, 13 645 პირის მიმართ.


რაც შეეხება მსჯავრდებულთა სტატისტიკურ მონაცემებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეების შედეგად მსჯავრი 13 258 პირს დაედო, საიდანაც 3 251 ადამიანს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, პირობითი მსჯავრი დაედო 5 859 პირს, ჯარიმა შეეფარდა 2 834 ადამიანს, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 251 პირს.


ამნისტიით ან სხვა საფუძვლით გათავისუფლდა 24 პირი, ხოლო შინაპატიმრობა შეეფარდა 36 პირს.


საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 12 621 სისხლის სამართლის საქმიდან 8 614-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საპროცესო შეთანხმება ჯამში 9 560 ბრალდებულს დაუმტკიცდა.


გარდა ამისა 2017 წლის 11 თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 116 საქმეზე 128 პირის მიმართ, დამატებით ძიებაში კი 212 საქმე დაბრუნდა.


რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი 205 პირის მიმართ დადგა, ნაწილობრივ კი 108 ადამიანი გამართლდა.


თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 11 თვეში 1500 საქმე განიხილა 1707 პირის მიმართ, საიდანაც გამამტყუნელები განაჩენი შეიცვალა გამამართლებელი განაჩენით 14 საქმეზე 15 პირის მიმართ, საქმე შეწყდა 1 შემთხვევაში. სასჯელი შეუმსუბუქდა 222 პირს, სასჯელი პირობითი მსჯავრით შეეცვალა 3 ადამიანს.


უზენაესმა სასამართლომ კი 646 საკასაციო სარჩელი განიხილა 755 პირის მიმართ. გამამტყუნელები განაჩენი გაუქმდა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი 4 საქმეზე 5 პირის მიმართ. 17 ადამიანის მიმართ 13 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია, ხოლო 27 პირის მიმართ 26 საქმეზე სასჯელი შეიცვალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner