2017 წლის 11 თვეში სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიება 8 533 პირს შეეფარდა.
საერთო სასამართლოების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განხილული აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობებიდან საპატიმრო ღონისძიება 2 891 პირის მიმართ გატარდა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება კი 5 642 ადამიანს შეეფარდა.
5 217 პირის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა, ხოლო დარჩენილ 425 შემთხვევაში კი სხვა სახის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია აღკვეთის ღონისძიების სახით როგორც პატიმრობის, ისე გირაოს გამოყენების მაჩვენებელი.