logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

9 იანვარი. 2018. 11:14


 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა,  ყალიბები და ხელსაწყოები. 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner