ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოფო კილაძის მიმართ ელგა ფოლადიშვილის სარჩელი. მოსარჩელე ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დააგინა, რომ ელგა ფოლადიშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციის ფაქტს, რადგან მისთვის მიცემული დავალებები სრულად შეესაბამებოდა კონონის მოთხოვნებს.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ელგა ფოლადიშვილი არ ასრულებდა მიცემულ დავალებებს და მიიჩნია, რომ მისთვის საყვედურის გამოცხადება მოხდა კანონიერად.