logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: 100 უალტერნატივო პარტია გვყავს, რომელიც რესტორნის მიკროფონის დანახვაზეც კი აღიგზნება...
- +

22 აპრილი. 2016. 22:05


ჟურნალისტი გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიების უმრავლესობა ვერანაირ ძალას ვერ ფლობს და არც საზოგადოების ინტერესების გამტარებლები არ არიან.


„ქვეყანაში გვყავს 100 უალტერნატივო, შეუცვლელი და ერზე ზრუნვაში გაოფლილი პარტია, რომელიც რესტორნის მიკროფონის დანახვაზეც კი აღიგზნება და გლანდების ამოვარდნამდე იმუქრება- მთელს ქვეყანას ფეხზე დავაყენებო! რეალურად კი 4%-იანი ბარიერისაც ეშინიათ.

 

ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ისეთი პარტიის არსებობას, რომელიც რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესებს არ გამოხატავს და მხარდამჭერებიც არ ყავს. მითუმეტეს არ მესმის, რატომ უნდა აფინანსოს ბიუჯეტმა ამგვარი თვითმარქვია, ბაქიბუქა და ნაცარქექია გაერთიანებები..."- აღნიშნავს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner