ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს, ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში.
„წელს ტურიზმიდან შემოსავალს გაცილებით მეტს ველით, ვიდრე შარშან იყო. შარშან ტურიზმმა დააგენერირა 1 935 000 000 დოლარი, რაც 148 000 000 დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს.
წლევანდელი პირველი სამი თვე გვიჩვენებს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იქნება. რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით, მოთხოვნა საქართველოზე მკვეთრად გაზრდილია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენს ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კონკურენტი ჩვენი მეზობელი და შესაბამისად მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ფასი და სერვისის შესაბამისობა იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.