logo_geo
eng_logo
„უფრო გამოკვლევებული ორგანიზაცია ჯერ არ მინახავს“- დათო მაღრაძე NDI-ს შესახებ
- +

22 აპრილი. 2016. 22:39


მეენ-დი-აი" უკვე გამოვიკვლიე და გეტყვით, რომ უფრო გამოკვლევებული ორგანიზაცია ჯერ არ მინახავს. ასეთი გამოკვლევება, რაცენ-დი-აი"- აქაურ წარმომადგენლობას სჭირს, დედამიწის ზურგზე, არსად მინახავს. სად აღარ ვიკვლიე და ბოლოს გამოვიკვლიე, რომ იგი, გამოკვლევებულთა შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიო ჩემპიონია", - ამ განცხადებას პოეტი დათო მაღრაძე  „საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს ამონარიდს:


მისი აქაური წარმომადგენლობა, ვგულისხმობ, საქართველოს ფილიალს, აბსოლუტურად, ამოვარდნილია ყველა კონტექსტიდან როგორც ოდიოზური, მარგინალური, სამარცხვინო დაწესებულება. სხვაგან როგორ და რანაირად მუშაობენ, არ ვიცი. ჩვენთან, "ენ-დი-აი" კვლევას თარხნიშვილის დაფუძნებულ ორგანიზაციას უკვეთავს. ხომ ვერ მეტყვით, თარხნიშვილი სადაა? „ნაციონალური პარტიის" რიგებში ხომ? რაზე ვმსჯელობთ. გაოცებას იწვევს ის, რომენ-დი-აი" სულნაცმოძრაობის" შტაბში დადის და იქ ეძებს ვის შეუკვეთოს გამოკითხვა. რაც ვისაუბრე იმ ხალხს ეხება, ვინც ამ კვლევას ანხორციელებს და არა ორგანიზაციას. თუმცა, „ენ-დი-აი"-მაც ვერ ისწავლა, ვის და როგორ შეუკვეთოს, თავისუფალ ხალხს ვერ პოულობს, არამედ პოულობს თარხნიშვილს, რომელიც ნაცმოძრაობის შტაბში ზის.

 

საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს. მოსახლეობამ უარი უთხრა ცუდ სიზმარს - 9-წლიან მმართველობას, კოშმარს. მორჩა, „ენ-დი-აი"- რაც არ უნდა წეროს, მთავარი მოსახლეობის განწყობაა, რომელიც სტაბილურობას და სიბრძნეს მხარს უჭერს. დანარჩენი მეასე ხარისხოვანია. ყველას წარმატებებს ვუსურვებ, გარდა ჯალათებისა", - ამბობს მაღრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner