გოგი ლორთქიფანიძე თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსულებლად დარეჯან თვალთვაძის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ქ-ნ თვალთვაძის თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით...
მე არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი (ლადო პაპავა აკადემიკოსი მაინც იყო). მაინც გადავხედე მისი წინსვლის ვექტორს „ნაცების" ეპოქაში.
„2010 - 2015 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
2006 - 2010 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
2006 - 2012 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2004 - 2006 წწ.- თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;
2006 - 2006 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;
2005 - 2005 წწ. - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;"
შეგახსენებთ - ესაა ყველაზე ბნელი, რეპრესიული წლები საქართველოს აკადემიური მეცნიერების თანამედროვე ისტორიაში. ე.წ. "ლომაიას რეფორმების" წლები.
მიპყრობს კანონიერი ეჭვი: ამ საარჩევნო წელს ეს ერთ-ერთი იმ "პლან B"-თაგან ხომ არაა, "ნაცების" დროს მიღებული კანონებით, "ნაცების" საქართველოში სამარადჟამო დამკვიდრებას რომ ემსახურება?
გადამარწმუნეთ, თუ შეგიძლიათ. ოღონდ "პრეზუმპცია" არ მიხსენოთ. შემთხვევით ამ დონეზე არაფერი ხდება..."