logo_geo
eng_logo
„არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი... ლადო პაპავა აკადემიკოსი მაინც იყო“- გოგი ლორთქიფანიძე დარეჯან თვალთვაძეზე
- +

22 აპრილი. 2016. 22:49


გოგი ლორთქიფანიძე თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსულებლად დარეჯან თვალთვაძის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„ქ- თვალთვაძის თსუ- რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით...

 

მე არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი (ლადო პაპავა აკადემიკოსი მაინც იყო). მაინც გადავხედე მისი წინსვლის ვექტორს „ნაცების" ეპოქაში.

 

2010 - 2015 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

 

2006 - 2010 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

 

2006 - 2012 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

2004 - 2006 წწ.- თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;

 

2006 - 2006 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;

 

2005 - 2005 წწ. - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;"

შეგახსენებთ - ესაა ყველაზე ბნელი, რეპრესიული წლები საქართველოს აკადემიური მეცნიერების თანამედროვე ისტორიაში. .. "ლომაიას რეფორმების" წლები.

 

მიპყრობს კანონიერი ეჭვი: ამ საარჩევნო წელს ეს ერთ-ერთი იმ "პლან B"-თაგან ხომ არაა, "ნაცების" დროს მიღებული კანონებით, "ნაცების" საქართველოში სამარადჟამო დამკვიდრებას რომ ემსახურება?

 

გადამარწმუნეთ, თუ შეგიძლიათ. ოღონდ "პრეზუმპცია" არ მიხსენოთ. შემთხვევით ამ დონეზე არაფერი ხდება..."

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner