ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რაც უფრო ახლოვდება მკვლელების ციხეში ჩასმის დრო, მით მეტად გაავებულ პოსტებს წერენ და ლაფს და ტალახს ესვრიან ია მეტრეველს. თავადაც კარგად იციან, რომ ცილისწამება და ტალახის გუნდები ვერაფერი წამალია, მაგრამ ალბათ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. 12 იანვარს დილის ათ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის პროცესია. მე შეიარაღებული მივდივარ, ჩემი პატარა კამერით. თქვენ როგორც გინდათ", - წერს მიქიაშვილი.