logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ამის მთქმელ ლაშა ბუღაძეს რა ჭკუა უნდა მოსთხოვო?!
- +

22 აპრილი. 2016. 23:21


ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„ერთნაირ სქესიანთა უფლებები მოითხოვს, მივცეთ ბავშვების შვილად აყვანის საშუალებაო! ამის მთქმელ ლაშა ბუღაძეს რა ჭკუა უნდა მოსთხოვო. სიბრძნე არც იმას გადმოსდის ყურებიდან, ვისაც ახლა ორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი, მარა მაინც ვეტყვი!

 

ძალიან ცუდი (უფრო უხერხული) შედარება გამომდის, მარა ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ ნანუაანთ ვაჟს უნდა ვკითხო: ამასწინათ რომ გვიბრძანა, ექსკურსიებისას მასწავლებლის წაქეზებით, ბავშვისგან დანთებული სანთელი არ დავინახო ტაძრებშიო და მან და სხვებმაც რომ ბრძანეს - პატარა ბავშვის ნათლობა ბავშვის თანხმობის გარეშე მის უფლებებს არღვევსო - ამაზე რას იტყვის?!

რა ვერ გაიგო, კითხოს ვინმემ?!

 

ქრისტინული ნათლობა მკრეხელობა და მოზარდის უფლების დარღვევაა და ორი პიდარასტი „დედმამის"  გაზრდილი ბავშვის მიერ ერთ მშვენიერ დღეს დასმული ლოგიკური კითხვა: პიდარასტებზე რომ მაშვილებდით ჩემი აზრი თუ აინტერესებდა ვინმესო - არალოგიკური ჩრიტინი?!

 

ანდა, როდის იყო ამათთვის მთავარი ლოგიკა და საღი აზრი - ახლა რომ იყოს?!

 

ამიტომ აი, ასეთი, ცუდად მიტოვებული ბავშვების უფლებებს ამათნაირებისგან მართლა დაცვა უნდა! დაცვა უნდა, რადგან არაადამიანური საფრთხის ქვეშ დგას მათი მომავალი, მათი ფსიკიკა, ჯანმრთელობა, ზნეობა, მამაკაცური და ქალური სრულფასოვნება.

ბოლოს და ბოლოს - ანგელოზივით ქართული ჯიში და გენი!

 

ძველია და არ ახალია: ათიდან ცხრაჯერ უფლებების გაზრდას ყოველთვის უზნეობა ითხოვს, თორემ ზნეობამ თავისი ადგილი ისედაც კარგად იცის!

 

ამას რომ წაიკითხავთ (თუ წაიკითხა ვინმემ), მერე თქვენს პატარა შვილებსა შვილიშვილებს ჩახედეთ თვალებში! სხვისი შვილებიც არსებობენ - პატარები, უსუსურები, და მიტოვებულები! ჩემგან არც ის გესწავლებათ, რომ გარეწრები სწორედ მათზე ნადირობენ!"- აღნიშნავს მერაბ ხაჩიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner