logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს
- +

10 იანვარი. 2018. 13:42

 


ქრთამის აღებაში ბრალდებული ოთარ აბესაძე საავადმყოფოდან კვლავ სასჯელაღრსულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.


„კლინიკიდან კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს. დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, თუმცა ჯერ არ ვიცით, სად და როგორ. ახლა ნორმალურად არ გრძნობს თავს. ბატონმა გეჯაძემ თქვა, რომ აღმოჩენილია რაღაცა დაავადებები, რაც იწვევდა ბოლო პრობლემებს. ვიდრე საბოლოო დასკვნა არ იქნება, იქამდე მეტს ვერაფერს გეტყვით, კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს ეს დასკვნა უნდა იყოს", - განაცხადა ადვოკატმა.


შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner