logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიღოს
- +

10 იანვარი. 2018. 16:21

 


„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და გავლენას ამ მიმართულებით საქართველო ვერ მოახდენს", - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, ექსტრადირებაზე მოთხოვნა ქართულ მხარეს გაგზავნილი აქვს და უკრაინის მხრიდან ქმედებებს ელოდება.


„ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის ის, რომ გაგზავნილია მოთხოვნა და რომ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები და მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner