სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა სოციალური ქსელის მეშვეობით გია ჭანტურიას გარდაცვალებას ეხმიანება:
„გია ჭანტურია... ძალიან მეწყინა და დამენანა... ვიზიარებ მანანას და თეონას დიდ მწუხარებას... ვუსამძიმრებ მის მეგობრებს! მახსოვს ყველა ნიუანსი, როგორ დაიწყო უდიდესი პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი... დრო შეფასებს და დააფასებს! ულევი ენერგიის და უბადლო იუმორის მქონე კაცი წავიდა", - წერს ცანავა.
ცნობისთვის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.