logo_geo
eng_logo
გურამ შარაძე: ჩვენს წინ დგას ცოცხალი წმინდანი!
- +

25 აპრილი. 2016. 05:19


ისტორიკოსი გურამ შარაძე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს წმინდანად კურთხევას ჯერ კიდევ 2007 წელს ითხოვდა.


„რეპორტიორი" არქივიდან გურამ შარაძის  მოსაზრებას გთავაზობთ, სადაც ისტორიკოსი საქართველოს პატრიარქის შესახებ საუბრობს.


 

„მე ვიცი ტყვიის ფასი საკუთარ სახლში. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩემი ტრაგედიის დროს ამ სიტყვებს ვამბობდი, ჩემს შვილს ხომ ჩემი ტყვია ესროლეს.

ხალხო! მაინც და მაინც სიკვდილის მერე ვილაპარაკოთ წმინდანზე? ჩვენს წინ დგას ცოცხალი წმინდანი. არ ვამბობ მანამდე, მაგრამ კალისტრატე ცინცაძის შემდეგ საქართველოს ეკლესიას ილია მეორეზე დიდი პატრიარქი არ ჰყავს.

 

კომუნისტურ ეპოქაში, ბრეჟნევის ეპოქაში, 1978 წელს, რაც ილია მეორეს აღსაყდრება მოხდა, ქართული ეკლესია დაუბრუნდა თავის სარწმუნეობას. ათეისტურ სახელმწიფოში გახრწნილი, მართლმადიდებლობას ჩამოშორებული მრევლი მოუბრუნდა ეკლესიას.

 

ამიტომ მტკივა, რომ ამ კათალიკოს პატრიარქს, სიცოცხლეში წმინდანად შერაცხვის ღირს პატრიარქს, ზოგიერთი უღირსი საერო და სასულიერო პირი იყენებს და აძულებს მას საქართველოს დაქართველ ერს."- აცხდებს გურამ შარაძე


ვიდეო 2003 წლის 27 ნოემბერით არის დათარიღებული.


 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner