„რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესთავაზა მუშაობის დაწყება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნანუაშვილმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა, გაძლიერდება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი პერსონით", - წერს მჟავანაძე.