logo_geo
eng_logo
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს
- +

10 იანვარი. 2018. 19:45



პანკისში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს. როგორც მისმა ადვოკატმა, დავით მოდებაძემ განაცხადა, იდოიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს.


„ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-3 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს ბრალი. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში", - განაცხადა დავით მოდებაძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.


„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner