logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ნუგზარ წიკლაურის მიერ გახმოვანებული, „ნაცმოძრაობის“ განცხადება ტერორისტების მხარდაჭერაა!
- +

10 იანვარი. 2018. 20:52



პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნუგზარ წიკლაურის მიერ გახმოვანებული, ნაციონალური მოძრაობის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და მიმართულია ქვეყნის შიგნით დაპირისპირების ინსპირირებისკენ! ეს არის ტერორიზმის და ტერორისტების მხარდაჭერა! ეს განცხადება საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის და სიმშვიდის დაცულობას!

 

მოვითხოვთ, ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფოსგან!

 

მოვითხოვთ, პარლამენტმა იმსჯელოს ამ საკითხზე და მიცეს პოლიტიკური შეფასება საპარლამენტო პარტიის -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას!" - წერს ხოფერია.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner