logo_geo
eng_logo
მარიკა ლორთქიფანიძე: ვერაზე მაშინ, მოდაში იყო „პალტოს“ გახდა...
- +

10 იანვარი. 2018. 21:51


 

„დავიბადე 1922 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს", - ამის შესახებ აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ბოლო ინტერვიუში საუბრობს და თავისი ცხოვრებიდან სახალისო ისტორიას იხსენებს.

 

„ვერაზე როცა ვცხოვრობდით, მაშინ ვერაზე გამიჯნული იყო ორი საზოგადოება, ინტელიგენტები და ყომარბაზები. ჩემთან კლასში ისხდნენ ყომარბაზები და ვიცოდი, რომ ისინი ყომარბაზები იყვნენ, მაგრამ ისინი ჩემთან სახლშიც დადიოდნენ  და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა. გვიან მოვდიოდი და ვიღაცეებმა გამაჩერეს, - „პალტო" გაიხადეო! მაშინ, მოდაში იყო "პატლოს" გახდა... დავიწყე "პალტოს" გახდა. ვიღაცამ დაიძაღა, - ე, ბიჭო, ეგ გიგას და არის, თავი დაანებეთო!

მოვედი სახლში გაბრაზებული და გიგას ვუსაყვედურე, - ეს რა მეგობრები გყავს - მეთქი?!

- მადლობის მაგიერია, "პალტო" რომ არ გაგხადესო? - მიპასუხა.

​გავიდა ხანი და ისევ მოხდა ასეთი ფაქტი. დედაჩემის ძმა ჩვენგან ცოტა მოშორებით ცხოვრობდა, სამსახურის შემდეგ აუცილებლად გამოივლიდა ჩვენთან და მერე წავიდოდა ხოლმე სახლში. ერთხელაც, გვიან ღამით დაუპირეს მასაც "პალტოს" გახდა და ვიღაცას დაუძახნია, - ე, ბიჭო, ეგ მარიკას ბიძა არისო!

მოვიდა ბიძაჩემი და ჩუმად მითხრა, - ეს რა მეგობრები გყავსო? მე ვუპასუხე, - ჩემი კლასელები არიან - მეთქი" , - იხსენებს ლორთქიფანიძე.

 

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი 11 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. აკადემიკოსი  95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.  1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო". 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა - „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება"), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.


გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა". მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner