logo_geo
eng_logo
გურამ შარაძე: ილია ჭავჭავაძეს არ ვიცნობო, თამარ მეფე გიორგი რუსის ხასა იყოო, ესენი არიან საქართველოს მშველელები?
- +

22 აპრილი. 2016. 23:45


„რეპორტიორი" ისტორიკოს გურამ შარაძის ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც 2003 წლის 27 ნოემბერით არის დათარიღებული.


შარაძე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანაში არაფერი ქართული აღარ იარსებებს.


„როგორც კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი, ღმერთმა არ ქნას ეს, საქართველო მართლმადიდებლობა, ქართული ქრისტიანობა, აღარაფერი აღარ იქნება.

ილია ჭავჭავაძეს არ ვიცნობო, თამარ მეფე გიორგი რუსის, ლოთბაზარა და მამათმავლის ხასა იყოო. ხალხო! ესენი არიან საქართველოს მშველელები? ამიტომ ეწამა მერაბ კოსტავა, ამიტომ ეწამა ზვიად გამსახურდია ჩვენს თვალწინ? ამიტომ ეწამნენ ილია- XX საუკუნეში, კათალიკოს პატრიარქი კირიონი? ამისთვის, რომ მოსულიყვნენ ესენი, უკუღმართად ილია ჭავჭავაძის, უკუღმართად თამარ მეფის, უკუღმართად ქვეყნის აბუჩად ამგდებები?"- აცხადებს გურამ შარაძე.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner