ჟურნალისტი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„11 იანვარს, კიდევ ერთ დიდებულ პიროვნებას, საქართველოს ისტორიის მემატიანეს, ჩემთვის საყვარელ ადამიანს, ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში ძმის, დიდი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალავენ... ძალიან ვწუხვარ, რომ მისი მშობლიური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - რომელიც მისი მეორე მშობლიური სახლი გახლდათ და რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირა სიცოცხლის ბოლო წუთამდე - მისი კედლები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც იქ სწავლობენ, 1 საათით მაინც ვერ გამოემშვიდობებიან ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს... ძალიან სამწუხაროა... მიდის თაობა, ღირსეული ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ...
მშვიდობით საყვარელო მარიკა დეიდა... ასე ვეფერებოდი ბოლო წლებში, როცა ცოტა გავუთამამდი", - წერს მარინა აბულაძე.