11 იანვარს 13:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" ფილმის „სად იწყება სიკეთე" პრემიერა გაიმართება.
სტუდია „პლანეტა კრეატივი" საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით და სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წარმოგიდგენთ საახლაწლო მხატვრულ-ანიმაციურ ფილმს „სად იწყება სიკეთე..."
ფილმში მთავარი მოქმედი გმირია სანდრო პაპა, რომლის როლსაც ზურაბ ყიფშიძე ასრულებს. ის არის მოხუცი ბაბუა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ცდილობს სოფლის ბავშვებს მისცეს ცოდნა, გაუზიაროს ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავენ. სანდრო პაპა უხუცესია, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სოფელში ახალი თაობის აღზდა და განათლება. ფილმში სანდრო პაპა ბავშვებს წმნინდა ნიკოლოზზე ესაუბრება, უყვება მის სასწაულებზე, სიკეთეზე, რწმენაზე...
ზურა ყიფშიძის გარდა, ფილმში მონაწილეობენ მაია გელოვანი, როლანდ ოქროპირიძე და სამსახიობო სტუდიის ბავშვები. წმინდა ნიკოლოზის შესახებ ამბები კი, ანიმაციით არის გაცოცხლებული, რომელსაც თავად ზურა ყიფშიძის ხმა ადევს. ფილმს მთლიანად აფორმებს უწმინდესის მუსიკა, რაც საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ფილმის რეჟისორი გახლავთ გიორგი კიკალეიშვილი, სცენარი ეკუთნის ნიკოლოზ წულუკიძეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის მთავარი პროდიუსერები და პროექტის სულის ჩამდგმელბი არიან აბდულა აჰმად ჰასსოუნა, ადელ ჰასსოუნა და ომარ ჰასსოუნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ქრისტიანები, მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ საქართველოში ასეთი პროექტის წარმატებით განხორციელებას. ფილმი შევა საქართველოს ოქროს ფონდში, რადგან ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც შეიქმნა მხატვრული ფილმი წმინდა ნიკოლოზზე, ამიტომაც ფილმი აერთიანებს ყველას ვისაც ჯერა სიკეთის და სიყვარულის... ღმერთი სიყვარული არს!
პრემიერას დაესწრება საპატიო სტუმრები საქართველოს საპატრიარქოდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თავად უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი მოსაყდრე, მთავრობისა თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.ფილმის ჩვენების შემდეგ დარიგდება წმინდა ნიკოლოზის ხატები და ბასილის კვერები, რომელსაც ფილმში ბავშვები ხალისით აცხობენ.
პრემიერაზე შესრულდება საშობაო საგალობელს იმღერებს დავით არჩვაძე და ლიზა ჩიჩუა, საქართველოო ლამაზოს კი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა შეასრულბს. მეუფე დავითის ხელმძღვანელობით იცეკვებენ ყრუ-მუნჯი ბავშვები, საჩუქრები დაურიგდებთ შმმ ბავშვებსა და მიუსაფარ პატარებს. ეს დღე იქნება სიკეთისა და სიყავრულის დრესასწაული.