შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბოლო საათების განმავლობაში მეხანძრე-მაშველებმა უამრავ ადამიანს გაუწიეს დახმარება... ეს კიდევ ერთი ამბავია - კიდევ 5 გადარჩენილ სიცოცხლეზე..." - წერს პერტაია.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ ცენტრში შემოვიდა შეტყობინება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ურთულესი ვითარების მიუხედავად, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.