logo_geo
eng_logo
თამარ მეფის პორტრეტი, რომელიც დაქორწინებამდეა დახატული
- +

23 აპრილი. 2016. 00:06


„იცოდით თუ არა, რომ დღემდე შემოგვრჩა თამარ მეფის ოთხი პორტრეტი?!"- გვერდი „მოვიაროთ საქართველო" თამარ მეფის პორტრეტების შესახებ წერს:


„იცოდით თუ არა, რომ დღემდე შემოგვრჩა თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო) ტაძრების მხატვრობაში.

 

ვარძიის შესასვლელის მოპირდაპირე ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია თამარ მეფისა და გიორგი III პორტრეტები. ორივეს ბიზანტიელ იმპერატორთა სამოსი აცვია. ასეთი სამოსი იმხანად ქართველ მეფეთა კარზეც ეცვათ. თამარ მეფეს მანდილი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეფინება, ლოყებზე კი კულულების ნაცვლად მოკლე თმის ხვეულები გადმოყრია. ეს იმას გვაუწყებს, რომ თამარი დაუხატავთ დაქორწინებამდე, .. 1185 წლამდე."

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner