logo_geo
eng_logo
უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

11 იანვარი. 2018. 11:25



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე  ახდენდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA", „HENNESSY", „I JEVAN" და „ARARAT", რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  7 000 ლარს აღემატება.

 

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner