logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
- +

23 აპრილი. 2016. 00:41


მედიაში ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე .თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, სსკ-ის 159- მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქვემდებარეობით გამოძიების შემდგომი ჩატარების მიზნით გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში.

 

 ეკა მიშველაძის თხოვნის საფუძველზე საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა .თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს."

 

 

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, მისი პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის საქმეზე გამოძიების მთავარი პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანას "ცინიზმს" უწოდებს. ამის შესახებ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აცნობეს და მოწმის სახით გამოკითხვაზე პოლიციაში დაიბარეს.


ჟურნალისტი ამბობს, რომ უკანონო მიყურადების შესაძლო შემსრულებლების მიერ, საქმის გამოძიების არ სჯერა და უწყებას უნდობლობას უცხადებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner