logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად ამირან ლაგვილავა წარადგინა
- +

23 აპრილი. 2016. 00:46


22 მაისის შუალედურ არჩევნებზე ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ამირან ლაგვილავა იქნება.  ადგილობრივ მოსახლეობას ამირან ლაგვილავას კანდიდატურა „ქართული ოცნების"გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ წარუდგინა.


ამირან ლაგვილავა 65 წლისაა, ის სოფელ კორცხელში დაიბადა და დღემდე ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობს. კანდიდატის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner