logo_geo
eng_logo
აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა
- +

11 იანვარი. 2018. 17:20



აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


როდის დაწერა ლევან მაისურაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, უწყებაში არ აკონკრეტებენ.


ლევან მაისურაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგაც მოქალაქეებმა 2017 წლის 11-12 მარტს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner