logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მუდამ ჩვენთან იყო...
- +

11 იანვარი. 2018. 22:34


 

„ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ქუთაისის მკვიდრი ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ჩვენთვის ის მარტო საქართველოს ისტორიის მასწავლებელი, პროფესორი არ იყო, ჩვენთვის ის ცხოვრების მასწავლებელი იყო, მოქალაქეობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, მამულიშვილობის, საქართველოს სახალხო მასწავლებელი იყო... 1974 წლიდან, როცა პირველი ლექცია მოვისმინეთ და პირველი გამოცდა ჩავაბარეთ მას შემდეგ მუდამ ჩვენთან იყო, 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენების დროსაც წინ მიგვიძღოდა, ისე როგორც ყოველთვის... ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ პროფესორების ომარ ნიშნიანიძის, სულხან კუპრაშვილის, ვლადიმერ წვერავას, ელდარ თავბერიძის და ოთარ ნიკოლეიშვილის შემადგენლობით სამგლოვიარო გვირგვინითა და ადრესით მოვიხადეთ მცირედი ვალი მისი დიდი დამსახურების წინაშე... ნათელში იყოს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დიდი ქალბატონი!!" - წერს ნიშნიანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner