logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია!
- +

23 აპრილი. 2016. 00:57


ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა.


როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევარათა რაოდენობა შემცირებულია.


„2012 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 15%,  დღეს არის 12,5 %.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორში გვაქვს  მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 57 ათასი სამუშაო ადგილით მეტია შექმნილი 2012 წელთან შედარებით. ეს არის კონკრეტული სტატისტიკა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასი 758-ლარიდან 1112 ლარამდეა გაზრდილი.


რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის ფასების ზოგადი ზრდა. ჩვენ თუ რაღაც ფულს ვიღებდით ორი-სამი წლის წინშეგვეძლო რაღაცის ყიდვა, დღეს რომ ფულს ვიღებთ, რამდენის ყიდვა შეგვიძლია? სტატისტიკა ამბობს, რომ დღეს საშუალო ხელფასით უფრო მეტი რამის ყიდვა შეგვიძლია, ვიდრე შეგვეძლო 2012 წელს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner