logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: უნდა დაწესდეს გარკვეული რეგულაციები ე.წ. რეიტინგის დამთვლელი...
- +

12 იანვარი. 2018. 10:05


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ გვსურს, რომ შეიცვალოს უაზრო ნორმა: ნახვადია? - ე.ი. რეიტინგულია, მაშინ უნდა დაწესდეს გარკვეული რეგულაციები ე.წ. რეიტინგის დამთვლელი რაღაც გაურკვეველი ორგანიზაციის მიმართ.

ამა თუ იმ უაზრო გადაცემის ნახვადობის ამაღლება, თავისუფლად შეიძლება იმით, რომ წამყვანმა რუსთაველის გამზირზე შიშველმა ირბინოს და ისე გააკეთოს თავისი პროდუქტი, მაგრამ ეს რეიტინგს არ ნიშნავს.

უმარტივესი იქნება ის, რომ მას აეკრძალოს ბიზნეს-ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდება (ამ აკრძალვას მეორე მხარეც აქვს: თავიდან იქნება აცილებული ტელეკომპანიასა და რეიტინგების დამთვლელ ორგანიზაციას შორის კორუფციული გარიგება).

რეკლამის მიმტან ყველა ორგანიზაციას ჰყავს სარეკლამო სამსახურები, რომელთა პირდაპირ მოვალეობას იმ გადაცემებისა, თუ ღონისძიებების განსაზღვრა წარმოადგენს, სადაც რეკლამის განთავსება, ორგანიზაციისთვის მომგებიანი იქნება. სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ ის ტელეკომპანიები, გადაცემები, თუ მედიასაშუალებები, რომელთაც მეტი ნდობის ხარისხი და ჯანსაღი ნახვადობა გააჩნიათ", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner