შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.