logo_geo
eng_logo
ევროკავშირის 12 საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭებას უჭერს მხარს
- +

23 აპრილი. 2016. 01:00


ევროკავშირის  წევრი 12  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  საქართველოსა და უკრაინასთვის სავიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭებას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის ქალაქ იურმალაში გამართული მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.  განცხადების ტექსტი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისა და ვიშეგრადის ქვეყნების (დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის და უნგრეთის) საგარეო საქმეთა მინისტრები.


მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ  საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში  დაეხმარებიან.


"მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლოდვასთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვეს დიფერენციაციის პრინციპის, შესაბამისად სხვა პარტნიორ-ქვეყანებთან თანამშრომლობის განვითარებას. მობილურობის სფეროში მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გადაუდებლად მინიჭების აუცილებლობა", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner