ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„წამქეზებელი თანამონაწილეთა შორის ყველაზე რთული და მრავალმხრივი ფიგურაა. წამქეზებელია ის ვინც ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის გადამწყვეტ მოტივს უქმნის. წაქეზება გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას ფსიქიკაზე, ამიტომ შეუძლებელია უმოქმედობით წაქეზება. ფართო გაგებით წამქეზებლობა შუალობით ამსრულებლობასაც მოიცავს". - აჰა ბატონო. მშვენივრად არის განმარტებული. დანარჩენი უკვე იურისტების საქმეა", - წერს გაბრიჭიძე.