logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
- +

13 იანვარი. 2018. 00:14



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სანქციების დაწესება „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას" უკავშირდება, რომელიც ირანის ბირთვული შეთანხმების სახელითაა ცნობილი.


„თავის განცხადებაში პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს იქნება ბოლო სანქციები, რომელსაც ირანის წინააღმდეგ დააწესებს", - განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.


პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ქვეყანაში არსებულ ცენზურასთან დაკავშირებით სანქციების სიაში 14 ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner