logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა ავაცილეთ ძალიან სერიოზულ საფრთხეებს...
- +

13 იანვარი. 2018. 00:23



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სახელმწიფოში სერიოზული საფრთხეების აცილება მოხდა.


„ქვეყანა ავაცილეთ ძალიან სერიოზულ საფრთხეებს. მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს. მინდა უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ. ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნებოდა, რაც ისევ და ისევ ჩვენს მოსახლეობას უბრუნდება.

 

არის ემოციური ფონიც და აქ მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს. საუბარი იმაზე და ფონის შექმნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და რომ აქედან თავისუფლად მიდიან, არის ტყუილი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დარტყმა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner