logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: უსაფრთხოების მისაღწევად საზოგადოების თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია...
- +

13 იანვარი. 2018. 10:00



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას, პანკისის ხეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ საზოგადოება არ იქნება ამის თანამონაწილე, ძალიან რთული იქნება შედეგზე გასვლა". ამ კონტექსტში მან დანაშაულის დაფარვის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.


„მინდა პატარა მინიშნება გავაკეთო - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც იყო ნომერ პირველი თემა არა მარტო საქართველოში. ყველამ დაინახა, რომ მოხდა ტერორისტების ლიკვიდაცია, სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი და ამ მოვლენის დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდნენ თანამოქალაქეები, რომლებიც ამ ტერორისტებს ეხმარებოდნენ. ეს ადამიანები ამ ყველაფერს უყურებდნენ. ნახეს, რომ მოხდა იმ ადამიანების ლიკვიდაცია, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში იმყოფებოდნენ, თუმცა, ეს ადამიანები პოლიციაში არ გამოცხადდნენ. რიგ შემთხვევაში ხდება საკითხზე თვალის დახუჭვა. ის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რადიკალურ ჯგუფებთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან", ეს ყველაფერი ადგილზე ძალიან ბევრმა კარგად იცოდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების დაკავშირება არ შეიძლება.


„ეს არის დაუშვებელი. აქ ჩვენ გვაქვს საქმე კრიმინალთან და ტერორიზმთან. ქვეყანა ავაცილეთ სერიოზულ საფრთხეებს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner