logo_geo
eng_logo
ვისკონსინის შტატის დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა
- +

23 აპრილი. 2016. 10:49



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა.


სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ხის საამქრო, მაკარონისა და პურის საწარმოები,  სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი და  სასადილო.  დელეგაციის წევრები გაეცნენ  მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და თავისუფლებაშეზღუდულ პირებს გაესაუბრნენ.


ვისკონსინის შტატის  პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები  დაინტერესდნენ  იმ საგანმანათლებლო  და პროფესიული სწავლების პროგრამებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაშია დანერგილი. 


როგორც ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი დაწესებულების  დირექტორის მოადგილემ,  ჯეისონ ბენზელმა აღნიშნა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების  ანალოგი აშშ-ში არ არსებობს.


„არაჩვეულებრივია, რაც აქ ვნახეთ:  პურის საცხობი, მაკარონის საწარმო, ხის საამქრო, სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კურსები. მიმაჩნია, რომ  ასეთი დაწესებულება თავისი დაბალი უსაფრთხოების ზომებით, არაჩვეულებრივი საშუალებაა მსჯავრებულთა გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად და საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დასაბრუნებლად", - განაცხადა ჯეისონ ბენზელმა.


პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის,  თემურ მაღრაძის განცხადებით,  აშშ-ის დელეგაციამ დადებითად შეაფასა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა და მხარდაჭრა გამოხატა იმ პროექტებისადმი, რომელიც დაწესებულებაში ხორციელდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner