logo_geo
eng_logo
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
- +

13 იანვარი. 2018. 15:46



ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს. ნოემბერში „ბარსელონასთან" გაფორმებული ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.


დადგინდა, რომ მესის ფიქსირებული ყოველწლიური ხელფასი 71 მილიონი ევროა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ბონუსი 63.5 მილიონი ევრო და აგრეთვე არსებობს ლოიალურობის ბონუსი 70 მილიონი ევრო, რომელსაც ფეხბურთელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.


საერთო ჯამში კი გამოდის, რომ „ბარსელონა" მესის ხელფასის სახით წელიწადში 104 მილიონს ევროს უხდის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner