ეკვადორის სანაპიროებთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეკვადორში არაერთი მიწისძვრა მოხდა. 17 აპრილს მომხდარი სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო, ხუთშაბათს და პარასკევს კი რამდენიმე შედარებით სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.